The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაზა ყანჩაველი

Date of birth:26 January, 1957  (67 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1980 წელს.

1980-1982წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი; 1982-1988წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნეიროქირურგიის  კათედრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988 წლიდან კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მუშაობდა კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში, თბილისის I კლინიკურ საავადმყოფოში. ავტორია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომისა თანამედროვე ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის აქტუალურ საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "პროლაქტინ-მასეკრეტირებელი ადენომების კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა"(1987). 1981-1983 და 1988-1989 წლებში სტაჟირებას გადიოდა მოსკოვის ნევროლოგიის, ნეიროქირურგიისს და კიევის ნეიროქირურგიის ინსტიტუტებში. ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მსოფლიოს ნეიროქირურგთა კონგრესის საერთაშორისო ექსპერტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პროლაქტინ-მასეკრეტირებელი ადენომების კლინიკური მიმდინარეობის თავისებურებანი", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.298

Member of Organizations

  • მსოფლიოს ნეიროქირურგთა კონგრესი, წევრი
  • საქართველოს ნეიროქირურგთა საზოგადოება, მდივანი (1996-)
  • საქართველოს სამხედრო–სამედიცინო აკადემია, წევრ–კორესპონდენტი

Share: