The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ყიფიანი

გიორგი ყიფიანი
Date of birth:2 December, 1961  (62 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1984 წელს.

1984-1989წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი, ასპირანტი. აღნიშნულ პერიოდში მივლინებული იყო ქ. მოსკოვში სტომატოლოგიის ცენტრალურ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1990-1995წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1995-2004წწ. - ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; 2001-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა 1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის დირექტორი; 2004 წელს - ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის კათედრის პროფესორი; 2004-2005წწ. - სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი; 2005-2008წწ. - ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 2008 წლიდან - შ.პ.ს. "ავერსის" კლინიკის სტომატოლოგიის სამსახურის უფროსი. არა ერთი ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მონაწილე. დასახებულ იქნა, 1997-1998 სასწავლო წლის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუკეთესო პედაგოგად. 38 სამცნიერო შრომის ავტორი. ექიმი-სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კბილის კარიესის კლინიკა და მკურნალობა კარიესის აქტივობის სხვადასხვა ხარისხის დროს ქ. თბილისის ბავშვებში", დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქრონიკული ტონზილოპათიების როლი კბილის კარიესის პათოგენეზში", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.298; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.375; mkurnali.ge

Member of Organizations

  • საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიონალური ასოციაცია, ვიცე–პრეზიდენტი (2009-)

Share: