The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რომან დუმბაძე

რომან დუმბაძე
Date of birth:17 March, 1964
Date of death:21 May, 2012  (at 48 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ფუშკურაული, ხულოს რაიონი. 

დაამთავრა თბილისის უმაღლესი სამხედრო საარტილერიო სასწავლებელი 1987 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბათუმის სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს.

1987-1991წწ. მსახურობდა გდრ-ში განლაგებულ საბჭოთა ჯარებში, შემდეგ შორეული აღმოსავლეთის, ციმბირის სამხედრო ოლქებში თავდაპირველად ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის, შემდეგ ნაღმტყორცნელთა ბატარეის მეთაურად; 1992 წელს დაბრუნდა საქართველოში და 1993 წლიდან მონაწილეობდა აფხაზეთის ბრძოლებში; იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლკის შტაბის უფროსი; 1993-1994წწ. 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური; 2004 წელს დააპატიმრეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით (მიესაჯა 17 წელი); 2008 წელს პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცვალა რუსეთის მიერ დაპატიმრებულ 12 ქართველ სამხედრო პირზე; ვიცე-პოლკოვნიკი; გენერალ-მაიორი (1998).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.510; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.148

Awards and Honors

  • 1994 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

Share: