The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელგუჯა ყიფიანი

Date of birth:21 April, 1934  (90 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ვანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი 1958 წელს.

1958-1960წწ. მუშაობდა ტყიბულში რაიონული საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ორდინატორად, 1960-1962წწ. საქართველოს სამოქალაქო საავიაციო მედიცინის ლაბორატორიაში ქირურგად; II საავადმყოფოს ქირურგიულ კლინიკაში, 1963 წლიდან ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, 1970 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასისტენტად, 1980 წლიდან დოცენტად, 1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის გამგედ. ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გვირგვინოვანი არტერიების ქირურგიულ ანატომიას, ღვიძლის მილოვანი სტრუქტურების ინტრაორგანულ ტოპოგრაფიას, ღვიძლის ექსპერიმენტულ მორფოლოგიასა და ოპერაციულ ქირურგიას. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "თბილისის სამედიცინო და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტების ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრების ისტორიის ნარკვევები"(1991). ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წინაგულთა არტერიების ქირურგიული ანატომია", დაიცვა 1977 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.299

Member of Organizations

  • თბილისის ქირურგთა საზოგადოება, წევრი
  • თბილისის ანატომთა საზოგადოება, წევრი
  • თბილისის ემბრიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • თბილისის ჰისტოლოგთა საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

Bibliography


Share: