შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელგუჯა გუმბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქორეოგრაფიული სტუდია (პედ.: ჭიჭიკო აგაევი, დავით უშვერიძე) სტუდიის დამთავრებისთანავე 1944 წელს მიიწვიეს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, პარალელურად მუშაობდა ქორეოგრაფად სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმში; 1944 წლიდან საბჭოთა არმიის რიგებშია და სამხედრო ვალის მოხდასთან ერთად ექვსი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ქართული დივიზიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს; 1951 წლიდან მუშაობდა ქუთაისის კულტურის სახლში და ქუთაისის აბრეშუმის საწარმოო გაერთიანებაში; ამ კოლექტივებში დადგმულმა ცეკვებმა "აჭარულმა სიუიტამ", "აყვავებულმა აჭარამ", "ნადირობამ", "ლხინმა", "ქაჯეთის ციხის აღებამ" და სხვა, დიდი აღიარება ჰპოვა; 1952 წლიდან იგი მიიწვიეს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედი ანსამბლის ქორეოგრაფად; 1953–1956წწ. ცეკვებს დგამდა: სოხუმის, ზუგდიდის, ცხაკაიას თეატრებში; 1962 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქუთაისის ლენინური კომკავშირის სახ. ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლს; მან საგასტროლოდ იმოგზაურა პეტროზავოდსკში, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, რიაზანის ოლქში, კონცერტები გამართა მოსკოვის კრემლის თეატრში. 1965 წლიდან ტყიბულის ხალხური ცეკვის ანსამბლს ჩაუდგა სათავეში; პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიაში გამართულ კონცერტებზე წარმოდგენილმა ცეკვა-სიუიტამ "ღრეობა მთაში", დიდი მოწონება დაიმსახურა; 1978 წელს თერჯოლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა, ინგლისში გამართულ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე დიდი აღიარება მოიპოვა; 1976 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ქუთაისის ფილიალის დამდგმელი ბალეტმაისტერი; ამ პერიოდში მან დადგა ცეკვები ზ. ფალიაშვილის "დაისში", "აბესალომ და ეთერში", მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერში", ო. თაქთაქიშვილის "მინდიასა" და "მთვარის მოტაცებაში", რ. ლაღიძის "ლელაში", დ. თორაძის "ჩრდილოეთის პატარძალში" და სხვა. მას დადგმული აქვს ქორეოგრაფიული სცენები დრამატული თეატრის ბევრ სპექტაკლში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1951) და მოსკოვის მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალის საპატიო დიპლომი (1964). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 129; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.362; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.51 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |