Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მელენტი ყურაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯოლევი, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1940 წელს. 1940-1946წწ. იყო საბჭოთა არმიის სხვადასხვა შენაერთების უფროსი ექიმი; 1947-1973წწ. თბილისის შრომის ჰიგიენის დაავადებათა ინსტიტუტის შრომის ჰიგიენის განყოფილების გამგე; 1971-1973წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომის ჰიგიენის კურსის დოცენტი; 1974-1991წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა კათედრის გამგე; 1991 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი. ავტორია 135 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება პროფესიული ჰიგიენის აქტუალურ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "უსაფრთხოების წესები შახტებში მომუშავეთათვის"(1955), "მეტეოროლოგიური პირობების ჰიგიენური დახასიათება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში"(1957), "ჩაისა და ციტრუსების ფუმოგაციაზე მომუშავეთა ციანოვანი შენაერთებით მოწამვლის კლინიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა"(1966), "რა უნდა იცოდეს ცხელი საამქროს მუშამ შრომის ჰიგიენაში"(1955), "მეთოდური სახელმძღვანელო შრომის ჰიგიენაში"(1989). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 8 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. ექიმი-ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეტეოროლოგიური პირობებისა და სასმელი რეჟიმის ჰიგიენური დახასიათება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში", დაიცვა 1958 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ამიერკავკასიის შავი მეტალურგიის საწარმოების ცხელი საამქროების მიკროკლიმატის ჰიგიენის ძირითადი საკითხები", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.302 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |