The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინელი შავგულიძე

Date of birth:7 September, 1943  (80 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს.

1966-1977წწ. იყო თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური გენეტიკის ჯგუფის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1984წწ. ამავე ინსტიტუტის მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილების გენეტიკის ჯგუფის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1985წწ. ამავე ინსტიტუტის რეაბილიტაციის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-მუშაკი, 1985 წლიდან ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ათეროსკლეროზის გენეტიკურ საფუძველზე დაავადების ადრეულ ეტაპზე ათეროსკლეროზის რისკ-ფაქტორების მატარებელ პირთა გამოვლენის შესაძლებლობებს პროფილაქტიკურ და სამკურნალო ღონისძიებათა ჩასატარებლად. მისი მონოგრაფიული ნაშრომი "საქართველოს დღეგრძელები", პროფესორ ნ. ყიფშიძის ნაშრომთან ერთად, წარმოდგენილია 1987 წელს ნიუ-ოირკში დასტამბულ წიგნში "დღეგრძელთა პრობლემები". თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დღეგრძელთა ოჯახებში სისხლის ზოგიერთი მაჩვენებლების შესწავლისათვის", დაიცვა 1981 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.305


Share: