The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იზაბელა შავდია

Date of birth:24 June, 1945  (78 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971-1972წწ. იყო "გრუზსელმაშის" საექიმო ამბულატორიის ექიმი; 1971-1981წწ. რკინიგზის საკვანძო პოლიკლინიკის ექიმი-კარდიოლოგი, თერაპიული განყოფილების გამგე, მთავრი ექიმის მოადგილე ექსპერტიზის დარგში; 1981-1992წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინსპექციის წამყვანი სპეციალისტი; 1993-1996წწ. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომისიის წამყვანი სპეციალისტი; 1998 წლიდან  საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების შემუშავებისა და მართვის კოორდინატორთა საბჭოს თავმჯდომარე. ავტორია 8 სამეცნიერო-ნაშრომისა, რომლებშიც გაშუქებულია 70-80-იანი წლების სამკურნალო-პროფილაქტიკური ქსელის მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივა სისტემური გამოკვლევის ფონზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "საქართველოს სტაციონარული ქსელის პერსპექტიული განვითარების სოციალურ-ჰიგიენური და ინფორმაციული დასაბუთება(სისტემური გამოკვლევა"). ხელმძღვანელობდა ჯანდაცვითი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და მართვის კოორდინაციას. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს  სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების შემუშავებისა და მართვის კოორდინატორთა საბჭოს თავმჯდომარე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს რესპუბლიკაში სტაციონარული ქსელის განვითარების პერსპექტიული დასაბუთება(სისტემური გამოკვლევა)", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.305

Member of Organizations

  • თბილისის ჯანდაცვის ორგანიზატორთა საზოგადოება, წევრი

Share: