The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე დუნდუა

პეტრე დუნდუა
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1931
გარდაცვ. თარიღი:26 ივნისი, 2024  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-საინჟინრო ფაკულტეტი 1954 წელს.

მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე; იყო თბილისის ავეჯის საწარმოო გაერთიანება "განთიადის"(შომდგომში "მერქანის") გენერალური დირექტორი; სატყეო მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; ამჟამად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; მისი კვლევის მიმართულებაა მერქნის დამზადების და უნარჩენო გადამუშავების ახალი ტექნოლოგიური პროცესების შემუშავება; გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია, 3 სახელმძღვანელო; მიღებული აქვს 25 საავტორო მოწმობა და პატენტი გამოგონებაზე; მეტყევე ინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.511; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.187; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.230; facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1990 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1982 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: