The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვილი გურევიჩი

ოფიციალური სახელი:ბენიამინ გურევიჩი
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1934  (90 წლის)
კატეგორია:დირიჟორი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1959 წელს (მუსიკის ისტორია, საოპერო დირიჟორობა).

1967 წელს თბილისში შედგა მისი სადირიჟორო დებიუტი; 1959-2000წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (მუსიკის თეორიის საგნები), 1965 წლიდან უფროსი პედაგოგი, 1984-1999წწ. თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტის დეკანი; 2000 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში; საქართველოში მოღვაწე ებრაელი მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი, მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 133; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.364

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების მედალი
    ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: