შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იამზე შალამბერიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტრტი 1972 წელს. 1973-1977წწ. მუშაობდა საექიმო ფიზკულტურის რესპუბლიკურ დისპანსერში; 1977-1983წწ. იყო ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-რეანიმატოლოგი; 1983-1991წწ. ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი, 1991 წლიდან ამავე კათედრის პედაგოგი. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომისა ბავშვთა ინფექტოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი"(1977). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადგილობრივი იმუნიტეტის მდგომარეობა და მისი მნიშვნელობა დიარეული პროცესის ნოზოლოგიური სტრუქტურის გაშიფვრაში ადრეული ასაკის ბავშვებში", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.306 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |