Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან შალამბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1976წწ. იყო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მედსანნაწილის საამქროს თერაპევტი; 1976-1978წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1978-1979წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1979-1989წწ. რესპუბლიკური ს/პ რევმატოლოგიური ცენტრის უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1998 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე განყოფილებას; 1993 წლიდან-ფარმაკოლოგიური კომიტეტის კლინიკური კვლევის განყოფილებას. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება პოდაგრული ართრიტის კლინიკასა და მიმდინარეობას, რევმატიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიას, რევმატულ დაავადებათა ფარმაკოთერაპიას, ახალი მედიკამენტების აპრობაციას. გამოქვეყნებული აქვს "რევმატოლოგიური ცნობარი"("მეცნიერება", თბილისი, 1996). რევმატოლოგი, კლინიკური ფარმაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. აკად. ვ. წითლანაძის სახელობის საქართველოს ს/პ რევმატოლოგიური ცენტრის სახსრების არაანთებითი და მეტაბოლური დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელი. ფარმაკოლოგიური კომიტეტის კლინიკური კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი. ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების თბილისის სახელმწიფო აკადემიის კათედრის დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პოდაგრული ართრიტის დიფერენციალური დიაგნოსტიკა კლინიკურ-ლაბორატოროული და რენტგენოლოგიური ნიშნების მათემატიკური შეფასების საფუძველზე", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.306 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |