The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან შალამბერიძე

დაბადების თარიღი:13 მაისი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1988 წელს.

1984-1990წწ. იყო თბილისის ბავშვთა 23-ე პოლიკლინიკის და ბავშვთა მე-3 პოლიკლინიკის კარდიორევმატოლოგი; 1983-1984წწ. და 1986-1988წწ. სპეციალიზაცია და კლინიკური ორდინატურა გაიარა მოსკოვში, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის რევმატოლოგიის ინსტიტუტში, 1988 წელს იყო ამავე ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტი; 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიკო-ბიოლოგიური ფაკულტეტის პედიატრიის კათედრის დოცენტი. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება იუვენილურ რევმატოიდული ართრიტის  თანამედროვე მიმდინარეობის თავისებურებებს, მის მკურნალობას: პირველად რევმოკარდიტსა და ტონზილოგენური კარდიოპათიის ექოკარდიოგრაფიულ დიფერენციალურ ანალიზს, გულსისხლძარღვთა სისტემის არარევმატიული გენეზის დაავადებების ეპიდემიოლოგიას. კარდიორევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დიმეთილსულფოქსიდი იუვენილურ რევმატოიდული ართრიტის კომპლექსურ თერაპიაში", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.306

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რევმატოლოგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: