Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ცისანა შარაშენიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ასპინძის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1960 წელს. 1969-1972წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურაში; მუშაობდა თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში, ბავშვთა №6 პოლიკლინიკაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ასისტენტად, 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიისა და მოზარდთა მედიცინის კათედრის დოცენტი. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის და 2 მეთოდური რეკომენდაციისა, რომლებიც ეხება ფსიქოსომატიკას, ინფექციურ-ალერგიულ დაავადებათა თავისებურებებს, თავის ტვინის ფუნქციონალური ასიმეტრიის ფსიქოსომატურ მდგომარეობას, სწავლების პროფილირებას, ცაციაობას, ბრონქოპულმონალური დაავადებების პათოგენეზის საკითხებს, ალერგიის, იმუნოლოგიის, ენდოკრინოლოგიის პრობლემებს. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქცია მშობიარეებსა და მათ ახალშობილებში სისხლის ABO ჯგუფური შეთავსების მიხედვით". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.307 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |