შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა დადიშქელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჩელიაბინსკი. დაამთავრა მინსკის მუსიკალური სკოლა 1974 წელს. 1979-1990წწ. იყო მინსკის თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავე; 1983-1998წწ. სოლისტი; 1998 წლიდან ქ. ტოკიოს (იაპონია) საბალეტო სტუდიის პედაგოგ-რეპეტიტორი; 2000 წლიდან მინსკის ოპერეტის თეატრის პედაგოგ-რეპეტიტორი; 2009 წლიდან ომანის დედაქალაქ მასკატაში ა. გრამოვიჩის საბალეტო სკოლის პედაგოგი; რეპერტუარი: ევა (ჰაიდნი "სამყაროს შექმნის" მიხედვით), ფრიგია (ხაჩატურიანი "სპარტაკი"), ჯულიეტა (პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა"), დრიადების მბრძანებელი(მინკუსი "დონ კიხოტი"), სინაზის ფერია (ჩაიკოვსკი "მძინარე მზეთუნახავი"), ჟიზელის მეგობარი (ადანი "ჟიზელი"), სატრფო, ვაგანტების მეგობარი (ორფი "კარმინა ბურანა", ვოკალურ-ქორეოგრაფიული დადგმა, მოსკოვი), ქალიშვილი (რაველი "ბოლერო", საბალეტო დადგმა, მოსკოვი), რჩეული ქალწული (სტრავინსკი "კურთხეული გაზაფხული", მოსკოვი). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 134 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |