Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგრაზ ებანოიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხობი დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1965 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე წელი მუშაობდა ხობის "საქსოფლტექნიკაში" ინჟინრად, შემდგომ - სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში მასწავლებლად; 1969-1971წწ. - სწავლობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ქ. თბილისის სამთო მიწათმოქმედების და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში; 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და დაბრუნდა ინსტიტუტში ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრაზე ჯერ უფრო მასწავლებლად, შემდგომ - დოცენტად; სხვადასხვა დროს იყო მექანიზაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, აგრობიზნესის ინჟინერთა ფაკულტეტის დეკანი; 2001 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა პროფესორის წოდება; 2006-2009წწ. - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტის რექტორი; 2009 წლიდან - უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის მექანიზაცია, მათ შორის სუბტროპიკული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები და მანქანათა კომპლექსის დამუშავება; გამოქვეყნებული აქვს 14 საავტორო მოწმობა და პატენტი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი (2003). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.527; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University/იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე. -ქუთაისი, 2013. -გვ.109-110 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |