Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
როსტომ შელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1945 წელს. 1945–1947წწ. იყო შსს ექიმი–ქირურგი; 1948–1950წწ. გაიარა ორდინატურა ზოგად ქირურგიაში; 1950–1952წწ. მუშაობდა 31–ე საავიაციო ქარხნის მედ. სანიტარული ნაწილის ქირურგიული განყოფილების გამგედ; 1952–1958წწ. იყო ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კივლევითი ინსტიტუტის ნეიროქირურგიული განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1958–1961წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნეიროქირურგიის კურსის ასისტენტი; 1961–1966წწ. ლენინგრადის ნეიროქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დოქტორანტი; 1967–1969წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1970–1971წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 85 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის გვერდითი პარკუჭების ტრავმული დაზიანების კლინიკა და მკურნალობა", დაიცვა 1956 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის ეპენდიმომები(კლინიკა, მორფოლოგია და ქირურგიული მკურნალობა)", დაიცვა 1966 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.310 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |