შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა დავითაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1980 წელს (მუსიკის თეორია). 1980-1982წწ. იყო ქ. სიღნაღის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორის მოადგილე, პედაგოგი(მუსიკის თეორიის საგნები); 1982-2000წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს სასწავლო დაწესებულებათა განყოფილების ინსპექტორი; 1996-2006წწ. თბილისის III მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (თეორიული საგნები); 2000-2004წწ. საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის დირექტორი; 2002-2005წწ. ბორჯომის საერთაშორისო ფესტივალის "ხელოვნების ზეიმი" (ხელმძღვანელი ლ. ისაკაძე) მთავარი მენეჯერი; 2006 წლიდან საერთაშორისო ფესტივალის "აღდგომიდან ამაღლებამდე" იდეის ავტორი, დამფუძნებელი(სამხატვრო ხელმძღვანელი ა. კორსანტია); 2006 წლიდან "აკაკი რამიშვილის ფონდი - ტრადიცია და ინოვაცია" დამაარსებელი და გამგეობის თავმჯდომარე; 2009 წლიდან საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს მინისტრის მრჩეველი, ამავე წლიდან ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადები" მთავარი მენეჯერი (სამხატვრო ხელმძღვანელი ლ. ისაკაძე), 2015 წლიდან მთავარი კონსულტანტი; 2011 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდთან არსებული "ინტელექტუალურ- შემეცნებითი სტუდია"-ს მენეჯერი; 2009-2011წწ. საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის საფესტივალო პროგრამების კოორდინატორი; ღონისძიებათა ორგანიზატორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 136; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 1997. - გვ.58 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |