Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე-რობერტ დარახველიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1948–1950 წლებში ცეკვავდა თბილისის ცენტრალური კულტურის სახლისა და ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს თვითმოქმედ კოლექტივებში, აგრეთვე, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის დამსახურებულ ანსამბლში; 1951 წელს საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში; შემდგომ წლებში მთელი შემოქმედება საბავშვო ქორეოგრაფიას მიუძღვნა; როგორც დამოუკიდებელი ქორეოგრაფი ხელმძღანელობდა მის მიერ შექმნილ ანსამბლებს: "კავკასიონი", "საქართველო", "მერცხალი", "ია"; მათთან ერთად იმოგზაურა ქვეყნის და საზღვარგარეთის მრავალ ქალაქში; დადგმული აქვს ცეკვები: "მოხევის ქალო თინაო", "ციცინათელა", "ყვავილების კრეფა", "ნორჩი მხედრები", "ნორჩი მწყემსი". მოღვაწეობდა: მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, განათლების მუშაკთა კულტურის სახლში, თბილისის პირველ სკოლაში, კავშირგაბმულობის მუშაკთა კულტურის სახლში, პროფკავშირების კულტურის სასახლეში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 142; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.79; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.56-57; ქორეოგრაფი ალექსანდრე დარახველიძე გარდაიცვალა : ქორეოგრაფი, 1931-2020 : ნეკროლოგი // ახალი თაობა.-თბილისი, 2020.-28 აპრილი.-N 94.-გვ.6 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |