The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მირიან ებრალიძე

მირიან ებრალიძე
Date of birth:14 September, 1905
Date of death:22 December, 1987  (at 82 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1932 წელს.

1932-1938წწ. მუშაობდა საკავშირო ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტის" თბილისის განყოფილების ტექნიკოსად, ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ ინჟინრად, ენერგეტიკის სექტორის უფროსად; მონაწილეობდა რიწეულის, სოხუმის, დარიალისა და სხვა ჰესების დაპროექტებაში; 1938-1953 და 1958-1969წწ. სოხუმის, ხრამ-I-ის, სამგორის, გუმათის, ბჟუჟის ჰესების მშენებლობაზე ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობები; საექსპლუატაციოდ გაშვებამდე ხელმძღვანელობდა ხრამჰეს-2-ის მშენებლობას; 1963-1965წწ. ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მმართველის მოადგილე და ერთდროულად ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოს უფროსი იყო; 1965-1969წწ. - ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1969 წლიდან იყო მაროკოში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის უფროსის მოადგილე და მთავარი ინჟინერი; 1973 წლიდან მუშობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განყოფილებაში უფროს მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. მიღებული აქვს ორჯერ წითელი დროშის და ორჯერ საპატიო ნიშნის ორდენები და მედლები. ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.530; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.58

Awards and Honors

  • 1960 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1951 - სტალინური პრემია
    ხრამჰეს-I-ის საექსპლუატაციოდ გადაცემასთან დაკავშირებით

Share: