The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირინე შენგელია

Date of birth:1 December, 1919  (105 years)
Date of death:20??
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1941 წელს.

1941-1942წწ. იყო თბილისის ჯანმრთელობის განყოფილების ბავშვთა საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი; 1943-1944წწ. ბავშვთა საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი; 1944-1946წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ორთოპედიული კლინიკის ექიმი; 1946-1949წწ. ამავე კლინიკის უფროსი ლაბორანტი; 1949-1960წწ. ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი, მეცნიერ-თანამშრომელი, 1960-1962წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1962 წლიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ფტიზიატრიისა და პულმონოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომისა ეპიდემიოლოგიაზე, ტუბერკულოზთან ბრძოლის ორგანიზაციისა და ბავშვთა ტუბერკულოზის პროფილაქტიკის საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო დისერტაცია. ფტიზიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტუბერკულოზი და ტუბერკულოზთან ბრძოლის ორგანიზაცია აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში", დაიცვა 1959 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.311;   წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.80

Member of Organizations

  • საქართველოს ფტიზიატრთა ასოციაცია, გამგეობის წევრი

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1980 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1956 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

Share: