The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეა დემურიშვილი

თეა დემურიშვილი
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1969  (56 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1992 წელს (ვოკალური).

1994-1996წწ. გაიარა სპეციალიზაცია ოზიმოს (იტალია) აკადემიაში, პედაგოგები ს. სეგალიონი, მ. მელანი (ვოკალი, მეცო-სოპრანო), 1996 წლიდან გაიარა ვოკალის სპეციალური კურსი პედაგოგ ოლივერისთან, ამავე წელს გაიმარჯა კონკურსში და ჩაირიცხა მარია ჩიარას მასტერკლასში, ასევე გაიარა ვოკალის კურსი მილანის კონსერვატორიაში გ. კანეტისთან; მადრიდში შეასრულა კარმენის (ბიზე "კარმენი"), ამნერისის (ვერდი "აიდა") პარტიები; უექსფორდის (ირლანდია) ფესტივალზე შეასრულა მეცო-სოპრანოს წამყვანი პარტია; 1999 წელს "რადიო ფრანსეს" ფესტივალზე მთავარი პარტია (მასკანი "პარიზინა"), 2000 წელს ამავე ფესტივალზე კასანდრა (ვ. გნეჩი "კასანდრა"), მეცო-სოპრანოს პარტია (პროკოფიევი კანტატა "ალექსანდრე ნეველი"); თანამშრომლობს დირიჟორებთან: ჯ. არონოვიჩი, რ. დიმერი, კ. კასადესუსი, რ. ფიზა, რ. ჯოვანეტი; მის პარტნიორთა შორისაა: ლ. ათანელი, მ. ალვარესი, პ. ბურჭულაძე, მ. გულეგინა, ე. მარტონი, დ. მაცოლა, ჯ. საბატინი; 2012 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია; რეპერტუარი: კარმენი (ბიზე "კარმენი"), ამნერისი, მადალენა, აზუჩენა, პრესიოლა (ვერდი "აიდა", "რიგოლეტო", "ტრუბადური", "ბედის ძალა"), ადალჯიზა (ბელინი "ნორმა"), სუძუკი (პუჩინი "ჩიო-ჩიო-სანი"), თაღლითი მელა (იანაჩეკი "თაღლითი მელას თავგადასავალი"), ლიუბავა (რიმსი-კორსაკოვი "სადკო"), ფიოკლა ივანოვნა (მუსორგსკი "ქორწინება"), აგრეთვე: ვერდი რეკვიემი, მუსორგსკი "სიკვდილის სიმღერები და ცეკვები"; გასტროლებით შემოიარა: იტალია, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, არგენტინა; გამოცემულია კომპაქტ-დისკები ქართველი მეცო-სოპრანოს შესრულებით. 

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 146



გააზიარე: