Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პავლე დემურიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა ქ. თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი 1962 წელს(ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი), ქ. თელავის მუსიკალური სასწავლებელი 1967 წელს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1972 წელს(საგუნდო-სადირიჟორო). 1962-1965წწ. იყო ქ. თელავის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1964-1996წწ. თელავის N8 საშუალო სკოლაში სიმღერისა და გუნდის პედაგოგი, 1968 წლიდან თელავის მუსიკალური სასწავლებლის გუნდის პედაგოგი; 1984-1992წწ. საქართველოს მუსიკალურ საზოგადოებასთან არსებული ბიჭუნათა ფოლკლორული გუნდის "კახეთი" დამაარსებელი და დირიჟორი, 1998 წელს გადაღებულია დოკუმენტური ფილმი ფოლკლორული გუნდი "კახეთის" შესახებ; 1987-2007წწ. თელავის N2 მუსიკალური სკოლის დირექტორი და პედაგოგი; 1973 წლიდან თელავის მუსიკალური სასწავლებლის ქალთა კამერული გუნდის დამაარსებელი და ხელმძღვანელი; 2009 წლიდან საგუნდო კოლექტივის გაუქმების შემდეგ თელავის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა კამერული გუნდის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი; რეპერტუარი, ქართული: 600-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრისა და ფორმის საგუნდო მუსიკა, მათ შორის: ქართული ხალხური სიმღერები, საულიერო საგალობლები, ვ. აზარაშვილი "მზეო ამოდი", ი. ბობოხიძე "დილა", ნ. გაბუნია "Ave Maria", შ. დავითაშვილი "განთიადი", "იწკრიალე, ცოდნის ზარო!", "ჩემს მხარეს", "სიმღერა თელავზე", რ. ლაღიძე "მთიდან შავხევში", "მერცხალი", "სიმღერა თბილისზე", ი. კეჭაყმაძე "ქორალი", "დედავ ღვთისაო", "რა გინდა ბედმა მიმტყუნოს", ს. ნასიძე კანტატა "გაზაფხულია! გაზაფხულია!", რ. ქარუხნიშვილი კანტატა "წელიწადის დრონი", გუნდები: "ნიკორწმინდა", 'კანტატა საქართველოზე", "კახური მადრიგალები", ე. შავერზაშვილი "წელიწადის დრონი", პ. დემურიშვილი "საქართველო", "უფალო შეგვიწყალე", "იესო", "კახეთი", "შენ საქართველოვ!"; სხვა რეპერტუარი: მოცარტის, გერშვინის გუნდები; გასტორლებით შემოიარა: საქართველო, სსრკ, იუგოსლავია, კვიპროსი, ტალინი, რიგა. 2019 წელს ქ. თელავის ნიკო სულხანიშვილის სამუსიკო სასწავლებლის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 146; reginfo.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.225 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |