The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



უჩა დვალიშვილი

უჩა დვალიშვილი
Date of birth:1953  (71 years)
Category:Educator, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელი 1974 წელს.

1974-1976წწ. იყო ვოლგისპირეთის არმიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე; 1976-1980წწ. სწავლობდა კუიბიშევის კულტურის ინსტიტუტში, 1980-1990წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის, ს. ზაქარიაძის სახელობის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებლის პედაგოგი(ქორეოგრაფია, ცეკვის კომპოზიცია); 1988 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, სადაც დააარსა ქორეოგრაფიული ანსამბლი "როკვა"; 1989 წელს აშშ-ში, კალიფორნიასა და ლოს-ანჟელესში იყო ქართული ცეკვის დამდგმელი და მასწავლებელი; 1992-2006წწ. თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ხელოვნების კათედრის გამგე, 2004 წლიდან დოცენტი, 2005 წლიდან პროფესორი; დადგმული აქვს 40-მდე ქართული და მსოფლიო ხალხთა ცეკვა; რესპუბლიკური და მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი; ქართული ხალხური ცეკვის მკვლევარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 147; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.142

Awards and Honors

  • 2010 - ფოლკლორის ეროვნული პრემია
  • 2000 - ღირსების ორდენი

Share: