Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან შველიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შროშა, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს. 1947-1954წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კანისა და ვენერიულ დაავადებათა კათედრაზე; 1971-1993წწ. თბილისის III ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში მიკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად; 1993 წლიდან ბავშვთა დერმატოლოგიური განყოფილების წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომის და 6 მეთოდური რეკომენდაციის. ხელმძღვანელობდა კლინიკური ორდინატორების, ინტერნების მომზადებას. დერმატო-ვენეროლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სტაფილოდერმიის ღრმა ფორმების მკურნალობა სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგით იმუნიტეტის ზოგიერთი რეაქციების ასპექტში", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.315 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |