The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა შურღაია

Date of birth:5 September, 1927  (97 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს.

1949-1952წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი; 1952-1955წწ. იყო ტყვარჩელის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგე; 1955-1962წწ. სწავლობდა მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტურაში, იყო ამავე ინსტიტუტის ასისტენტი, დოცენტი, საკავშირო აკადემიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე(ქ. ნოვოსიბირსკი, 1962-1978), 1978-1991წწ. სამედიცინო აკადემიის ციმბირის განყოფილების სწავლული მდივანი, თბილისის IV მთავარი სამმართველოს მთავარი თერაპევტი, კარდიოლოგი, 1991 წლიდან №1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის თერაპიული განყოფილების გამგე, პრორექტორი. ავტორია 155 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კარდიოლოგიურ, ეპიდემიოლოგიურ და თერაპიულ პრობლემებს, პროფესიული მედიცინის, ოჯახის ექიმის, პირველადი ჯანდაცვის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია: "იშემიური დაავადების ქირურგიული მკურნალობის თერაპიული ასპექტები"("მედიცინა", ნოვოსიბირსკი, 1970), "გულის იშემიურ დაავადებათა  ეპიდემიოლოგია ჩრდილოეთ ქვეყნებში"("მედიცინა", ნოვოსიბირსკი, 1972). თერაპევტი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის ხელმძღვანელი. უმაღლესი კატეგორიის ექიმი. 28 წელი მუშაობდა ციმბირის განყოფილების სამეცნიერო აკადემიაში, იმყოფებოდა ალასკასა და ჩრდილოეთ პოლუსზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვექტორ-ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილება გულის მწვავე ინფარქტის დროს დინამიკაში", დაიცვა 1960 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "იშემიური დაავადების ქირურგიული მკურნალობის თერაპიული ასპექტები", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.317

Member of Organizations

  • კარდიოლოგიისა და თერაპიული საზოგადოება , წევრი
  • რევმატოლოგთა საზოგადოება

Awards and Honors

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Share: