Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე ჩადუნელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კაპსუკასი(ლიტვა). 1966 წელს სწავლობდა კარელიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო საქმის ფაკულტეტზე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1974წწ. მუშაობდა თბილისის სასწრაფო დახმარების გამსვლელი ბრიგადის ექიმად; 1975-1984წწ. იყო თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ურგენტული თერაპიის ექიმი-ორდინატორი; 1984 წლიდან ამავე ინსტიტუტის სწავლულო მდივანი. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ათეროსკლეროზის, ჰემოსტაზის სისტემისა და ჰიპერლიპიდემიის პრობლემებს. მონაწილეობდა კლივლენდის(1998), სლოვენიის(1998) და ბუდაპეშტის(1997) საერთაშორისო სიმპოზიუმებში. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დატვირთული შთამომავლობა, როგორც გულის იშემიური დაავადებების რისკის ფაქტორი", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.319 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |