Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ეგნატაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პრაღის უმაღლესი სატანვარჯიშო კურსები 1909 წელს. მუშაობდა ტანვარჯიშის მასწავლებლად თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, სადაც მისი ხელმძღვანელობით 1912 წელს მოეწყო ტანმოვარჯიშეთა პირველი საჯარო გამოსვლა; იმავე წელს მისი ხელმძღვანელობით თბილისის "სოკოლის" ტანმოვარჯიშეთა გუნდმა ჩეხოსლოვაკიის ტანმოვარჯიშეთა საზოგადოების "სოკოლის" VI საიუბილეო შეკრებაზე(პრაღა) დაბალ ჯგუფში I ადგილი დაიკავა, ხოლო ტანვარჯიშული მრავალჭიდის პირად შეჯიბრებაში III ადგილზე გავიდა; ხელმძღვანელობდა მოსწავლე ახალგაზრდობის ფიზაღზრდას თბილისის სკოლებსა და ტექნიკუმებში; 1937-1941წწ. განაგებდა ტანვარჯიშის კათედრას საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში; 1941 წლიდან მუშაობდა ფიზაღზრდის უფროს მასწავლებლად თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსიტუტში; მისი სახელი მიეკუთვნა თბილისის განათლების განყოფილების ბავშვთა და მოზარდთა ცენტრალურ სატანვარჯიშო სკოლას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; სპორტსმენი (ტანვარჯიში). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.539 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |