შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ჩაჩუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი 1951 წელს. 1951–1955წწ. იყო ყოფილი სამხრეთ ოსეთის საოლქო საავადმყოფოს განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1955–1957წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის მე–2 კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1957–1959წწ. საქართველოს სსრ სოცუზრუნველყოფის სამინისტროს რესპუბლიკური საექიმო–შრომის ექსპერტიზის კომისიის წევრი; 1959–1962წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მე–2 კათედრის ასპირანტი; 1970–1979წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგე; 1982–1986წწ. ამავე ინსტიტუტის თერაპია–პულმონოლოგიის კათედრის დოცენტი; 1986 წლიდან თბილისის ექიმთა დიპლომისშემდგომი სამედიცინო აკადემიის სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის კურსის ხელმძღვანელია. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. ეწევა სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას საქართველოს სოც. უზრუნველყოფის სამინისტროს შრომისუნარიანობის აღდგენისა და ექსპერტიზის რესპუბლიკურ კლინიკაში. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, მოჭადრაკე. 2014 წლიდან თბილისში არსებობს ზურაბ ჩაჩუას სახელობის ქუჩა. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ერითროპეტინები და პერიფერიული სისხლი კუჭსა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და ქრონიკული გასტრიტების დროს", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.321 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |