შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაიანე დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1953 წელს (ვოკალური). 1935-1937წწ. სწავლობდა თბილისის I მუსიკალურ სასწავლებელში, შემდეგ ერთი წელი ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალურ ფაკულტეტზე; მუშაობდა საკავშირო ფილარმონიასა და ექსპერიმენტულ (კამერულ) თეატრში; 1957-1966წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (სოპრანო); 1967 წელს შემოქმედებითი მივლინებით იყო მოსკოვის დიდ თეატრში; 1970-1981წწ. ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტი; ქართული რეპერტუარი: წითელქუდა(ვ. გოკიელი "წითელქუდა"), თინა (ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები"), მარეხი, მარო (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), ცირა(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი"), ქეთო(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), მწყემსი(ა. ბუკია "არსენა"), ა. შავერზაშვილი ორატორია "ჩემი სამშობლოს სიმღერები"; სხვა რეპერტუარი: ვიოლეტა, ჯილდა (ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო"), როზინა (როსინი "სევილიელი დალაქი"), მიმი (პუჩინი "ბოჰემა"); კამერული რეპერტუარი: ქართველ და რუს კომპოზიტორთა რომანსები, ასევე დე ფალიას, დებიუსის, მ. რაველის ნაწარმოებები; გახმოვანებული აქვს, მხატვრული ფილმები: "აბეზარა", "ჩრდილი გზაზე", "ეთერის სიმღერა", "მე შევხვდი ქალიშვილს" (აზერბაიჯანული კინო-ფილმი); გასტროლებით იმოგზაურა: პოლონეთი, ალბანეთი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 152 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |