The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ჩეკურიშვილი

დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1924  (100 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1946 წელს.

1948–1952წწ. იყო თელავის პოლიკლინიკის ექიმი–რენტგენოლოგი; 1952–1955წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რადიოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1955–1960წწ. თელავის რაიონული საავადმყოფოს ექიმი–რენტგენოლოგი; 1960–1971წწ. თბილისის მე–7 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–რენტგენოლოგი; 1971 წლიდან ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური საავადმყოფოს რენტგენოლოგიის განყოფილების გამგე. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომის, ერთი გამოგონების და 6 რაციონალიზატორული წინადადების. რენტგენოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მსხვილი ნაწლავის მორფოლოგიური და ფუნქციონალური ცვლილებების კლინიკური რენტგენოლოგიური დახასიათება მასზე ზოგიერთი ოპერაციების შემდგომ პერიოდში", დეაიცვა 1981 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.323

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: