შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1969 წელს, ლენინგრადის კონსერვატორია 1976 წელს (საოპერო და სიმფონიური დირიჟორობა). 1976-1978წწ. იყო აფხაზეთის ასსრ სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; 1979 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოცენტი, 1979-1997წწ. აქვე კამერული ორკესტრის დირიჟორი; 2000-2002წწ. ირანის კონსერვატორიის პროფესორი(დირიჟორი, მევიოლინე); 2003-2007წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის დირიჟორი, 2005 წლიდან ასოცირებული პროფესორი; 2007 წლიდან შ. შანიძის სახელობის ხელოვნების N20 საორკესტრო სკოლის პედაგოგი, ამავე სკოლის მოსწავლეთა სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი და ხელმძღვანელი; მრავალი ქართული ნაწარმოების შემსრულებელი; ქართული რეპერტუარი, ოპერები: ზ. ფალიაშვილი "დაისი", ი. გოკიელი "წითელქუდა", თ. შავლოხაშვილი "თეთრი მანდილი"; სიმფონიური ნაწარმოებები: შ. მშველიძე "ზვიადაური", ა. ბალანჩივაძე "რიწის ტბა", ს. ცინცაძე "უვერტიურა", დ. თორაძე "თბილისის ღამე"(საორკესტრო ვერსია მ. დოლიძის), ო. თაქთაქიშვილი "ლირიკული უვერტიურა", ასევე ვ. აზარაშვილის, რ. ლაღიძის, გ. ცაბაძის, მ. ბერიკაშვილის, მ. დავითაშვილის, რ. რუმბას, ა. ჩიჩბას, ლ. ჩეპელიანსკის, კ. შენგელიას; სხვა რეპერტუარი, ოპერები: ვერდი "ტრავიატა", როსინი "სევილიელი დალაქი", ბალეტები: ჩაიკოვსკი "მაკნატუნა", ვაინბერგი "ოქროს გასაღები", სიმფონიები: ბეთჰოვენი N2, 4, 6, 7, 8, შუბერტი N5 და N9 (C-dur), ბერლიოზი "ფანტასტიკური", ფრანკი სომფონია d-moll, ჰაიდნი, ლისტი, ჩაიკოვსკი, სტრავინსკი, შოსტაკოვიჩი; ინსტრუმენტული კონცერტები, საფორტეპიანო: მოცარტი, ბეთჰოვენი, შუმანი, ლისტი, რახმანინოვი; სავიოლინო კონცერტები: ბახი ორმაგი კონცერტი, მოცარტი, მენდელსონი, პროკოფიევი; ვოკალურ-ინსტრუმენტული: ბეთჰოვენი "საზეიმო მესა", ვაგნერი, დვორჟაკი, ენესკუ, რაველი, გერშვინი; გასტროლებით იმოგზაურა: სსრკ, ირანი, გერმანია, ჰოლანდია. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 153
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |