Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დარეჯან ჩიკვილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1975წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1975-1985წწ. - ამავე კათედრის ასისტენტი; 1985-1990წწ. - უფროსი მასწავლებელი; 1990-1996წწ. - დოცენტი, სასწავლო ნაწილის გამგე; 1996 წლიდან - სამედიცინო მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და იმუნოლოგიის კათედრის გამგე. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება სამედიცინო მიკრობიოლოგიის აქტუალურ საკითხებს, შიდაჰოსპიტალური ინფექციის პრობლემებს. მისი რედაქციით მომზადდა და 1996-1997წწ. ორ ნაწილად გამოიცა ქართულ ენაზე ნათარგმნი სახელმძღვანელო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის: "სამედიცინო მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია, იმუნოლოგია"; პრაქტიკული სახელმძღვანელო: "საავადმყოფოს შიდაინფექციის პროფილაქტიკა და კონტროლი"(თანაავტორი თ. კერესელიძე). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ექიმი-მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დიფუზიური გლომერულონეფრიტით დაავადებულებში მიკრობიოლოგიური და იმუნოლოგიური გამოკვლევები", დაიცვა 1980 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰოსპიტალური ინფექციების ეტიოლოგიური სტრუქტურის, ეპიდემიოლოგიური თავისებურებების, ეპიდზედამხედველობის და კონტროლის მეთოდების შედარებითი დახასიათება (ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ობიექტური კრიტერიუმების გამოყენებით)", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.323; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.381; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი: tsmu.edu Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |