The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევი ჩიქოვანი

დაბადების თარიღი:24 ივლისი, 1925  (98 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1949-1950წწ. იყო რესპუბლიკური ონკოლოგიური დისპანსერის ექიმი-ორდინატორი; 1950-1953წწ. ამავე დისპანსერის საორგანიზაციო-მეთოდური განყოფილების გამგე; 1953-1957წწ. თბილისის მე-2 პოლიკლინიკის ონკოლოგიური კაბინეტის გამგე; 1957-1964წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საორგანიზაციო-მეთოდური განყოფილების გამგე; 1964-1982წწ. რესპუბლიკური ონკოლოგიური დისპანსერის მთავარი ექიმი; 1983 წლიდან ონკოლოგიის სამეცნიერო-ცენტრის მამოლოგიური განყოფილების გამგე; 1968-1986წწ. იყო რესპუბლიკის მთავარი ონკოლოგი. ავტორია 67 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ და უცხოურ პრესაში. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სარძევე ჯირკვლის კიბოს ეპიდემიოლოგია", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.326

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კ. ვეფხვაძის სახელობის ონკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ექიმი

გააზიარე: