The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ჩიქოვანი

ოთარ ჩიქოვანი
Date of birth:18 May, 1933  (91 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს.

1957-1958წწ. იყო რიგის(ლატვია) კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1959-1962წწ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი-ანესთეზიოლოგი; 1962 წლიდან თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის გულ-მკერდის ქირურგიის პრობლემური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1964 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988 წლიდან ქირურგიული ფაკულტეტის დეკანი 1989 წლიდან ლაბორატორიის ხელმძღვანელი.  ავტორია 80 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გულ-მკერდის ქირურგიისა და ანესთეზიოლოგიის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 5 მინოგრაფია: "მშვიდობიანი პერიოდის თორაკო-აბდომინალური ჭრილობები"("საბჭოთა საქართველო", 1967), "გულ-მკერდის ღრუს ორგანოთა გადაუდებელი ქირურგია"("საბჭოთა საქართველო", 1970), "მიტრალური სტენოზი და მისი ქირურგიული მკურნალობა"("საბჭოთა საქართველო", 1975), "გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა"("საბჭოთა საქართველო", 1977), "მიტრალური სარქველის ოპერაციული უკმარისობა"("საბჭოთა საქართველო", 1985). იყო დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ქირურგიული ფაკულტეტის დეკანი. ფაკულტეტის სამედიცინო საბჭოს თავმჯდომარე, კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მშვიდობიანი პერიოდის თორაკო-აბდომინალური ჭრილობები", დაიცვა 1968 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მიტრალური სარქველის ოპერაციული უკმარისობა", დაიცვა 1979 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.326

Member of Organizations

  • თბილისის ქირურგიული საზოგადოება, წევრი

Share: