Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ჩირგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1951 წელს. 1951-1957წწ. იყო საბჭოთა არმიის ნაწილის ექიმი, 1957 წლიდან მუშაობდა ს. ვირსალაძის სახელობის ინსტიტუტში, 1957-1959წწ. კლინიკური ორდინატორი, 1960-1963 წლებში ამავე ინსტიტუტის ასპირანტი, 1963-1966წწ. ეპიდემიოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1966-1972წწ. სწავლული მდივანი, 1972 წელს დიზინტერიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1972-1985წწ. სამეცნიერო-სამედიცინო ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 1985-1989წწ. სამედიცინო პარაზიტოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 1989-1992წწ. ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი, 1992-1993წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1993 წლიდან ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 75 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ჰელმინთოზების, მალარიის, ბრუცელოზის, დიზინტერიის და სხვა პარაზიტული დაავადებების ეპიდემიოლოგიის, პათოგენეზის, კლინიკისა და მკურნალობის აქტუალურ საკითხებს. ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის თანამშრომლების სამეცნიერო-პრაქტიკულ მუშაობას. მონაწილეობდა პარაზიტოლოგიისა და ტროპიკოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობაში. ექიმი-ინფექციონისტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. გადაღებულია ფილმებში: "არაჩვეულებრივი გამოფენა" (1968), "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983), "მე, პელეს ნათლია" (1991), "ექსპრეს-ინფორმაცია" (1993). თბილისში, ვაკის რაიონში მდებარე ქუჩას მისი სახელი მიენიჭა. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სტრონგილოიდოზის გავრცელება, კლინიკური დახასიათება და მკურნალობა საქართველოში". Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |