Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტარიელ დუგლაძე
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1965 წელს(ჰობოი), 1968 წელს(სადირიჟორო). 1961-1968წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის ორკესტრის მუსიკოსი(ჰობოი); 1968 წელს შედგა მისი სადირიჟორო დებიუტი ბერლიოზის "ფანტასტიკური" სიმფონიით; სხვადასხვა დროს იყო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, მათ შორის 1961-1968წწ., 1973-1974წწ. საქართველოს რადიო-ტელევიზიის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, 1969-1970წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის მუსიკოსი და დირიჟორ-სტაჟიორი, 1970-1974წწ., 1985-1986წწ. ქ. ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი; 1974-1975წწ. აფხაზეთის ასსრ სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1975-1983წწ. აჭარის ასსრ სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; სხვადასხვა დროს იყო თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის და თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი(პარტიტურის კითხვა, დირიჟორობა); 1990-2000წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, პარალელურად ჩასაბერი საკრავების ორკესტრის დირიჟორი; რეპერტუარი, რომელსაც ასრულებდა: საოპერო, სიმფონიური, ვოკალურ-სიმფონიური, ინსტრუმენტული კონცერტები, ბალეტები; სიმფონიური და საოპერო დირიჟორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 155
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |