Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური ჩიჩუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი განახლება, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს. 1947–1951წწ. იყო საქართველოს საკურორტო სამმართველოს კურორტების: მენჯის, გაგრის სანატორიუმის ექიმი–ორდინატორი; 1951–1952წწ. მცხეთის საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების უბნის თერაპევტი; 1953–1961წწ. ლენინგრადის სისხლის გადასხმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1961 წლიდან ამავე ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, განყოფილების გამგე. ავტორია 41 სამეცნიერო ნაშრომის. ჰემატოლოგ–ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სპილენძისა და რკინის შემცველობა სისხლში ზოგიერთი სისხლის სისტემური დაავადებების დროს". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.326
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |