The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაკა ჩიჩუა

ოფიციალური სახელი:მაყვალა ჩიჩუა
დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1949  (74 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1972წწ. იყო ქარელის რაიონის სოფელ ზემო ხვედურეთის საექიმო ამბულატორიის ექიმი–სტომატოლოგი; 1975 წლიდან მუშაობს რესპუბლიკის სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის ერთი გამოგონება. სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველის გამოყენება პაროდონტოზის მკურნალობის დროს", დაიცვა 1983 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.327

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ექიმ–სტომატოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ექიმ–სტომატოლოგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: