Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ჩიხლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ცხრაწყარო, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს. 1942–1945წწ. სამამულო ომის დროს ფრონტზე იყო წითელი არმიის სხვადასხვა შენაერთის სამედიცინო სამსახურის ექიმი, უფროსი ექიმი; 1950–1952წწ. იყო თიანეთის პოლიკლინიკა–საავადმყოფოს გაერთიანების მთავარი ექიმი; 1953–1956წწ. დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ასპირანტურა თერაპიის კათედრაზე, ტუბერკულოზის კურსში; 1957–1963წწ. მუშაობდა თბილისის I კლინიკური ტუპერკულოზის საავადმყოფოში თერაპიული განყოფილების გამგედ; 1963–1976წწ. იყო თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1976–1979წწ. ამავე ინსტიტუტის ურგენტული თერაპიის განყოფილების გამგე. დღემდე აღნიშნული ინსტიტუტის პულმონოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 62 სამეცნიერო ნაშრომის. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მოტორული, ოპტიკური და ვესტიბულური ქრონაქსიის მაჩვენებლები ტუბერკულოზური მენინგიტით დაავადებულთა ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობის პერიოდში", დაიცვა 1956 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.327 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |