The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირინე ებრალიძე

ირინე ებრალიძე
Date of birth:19 March, 1962  (62 years)
Category:Scientist, Singer, Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი 1980 წელს(თეორიული განყოფილება), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1986 წელს(მუსიკის ისტორია).

1993-1994წწ. იყო რადიოსადგურის "რადიო 105" მუსიკალური წამყვანი; 1997-1999წწ. ქართულ-ამერიკული კომპანია "რადიო საქართველო", რადიოსადგური "ფორტუნა", მუსიკალური რედაქტორი, მუსიკალური წამყვანი; 1999-2001წწ. ქართულ-ამერიკული კომპანია "რადიო საქართველო", რადიოსადგური "ფორტუნა" პროგრამების მენეჯერი; 1986-2006წწ. იყო თბილისის II მუსიკალური სასწავლებლის ჯაზისა და საესტრადო ხელოვნების განყოფილების პედაგოგი; 2006-2009წწ. თბილისის მუსიკალური კოლეჯის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში; 2009 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკალური ცენტრის ლექტორი, თანამედროვე პოპულარული მუსიკალური მიმდინარეობების მიმართულების ხელმძღვანელი; 2015 წლიდან ასოცირებული პროფესორი; მუსიკისმცოდნე, ესტრადისა და ჯაზის მომღერალი; ესტრადის მომღერალი, სიმღერების ავტორი იოსებ(სოსო) ებრალიძის შვილი. მუსიკის მეცნიერებათა დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ფოლკლორი და ეთნოჯაზი"(საკომპოზიტორო-საშემსრულებლო პორტფოლიო წერითი კომენტარით), დაიცვა 2015 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 158

Member of Organizations

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

Share: