Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბადრი ჩლაიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გომი, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1973-1977წწ. მუშაობდა გორის რაიონულ საავადმყოფოში; 1977 წლიდან იყო კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომრლი, განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1989 წლიდან ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 54 სამეცნიერო ნაშრომისა დაავადებათა ეპიდემიოლოგიის, პათოგენეზის შესწავლისა და მკურნალობის ახალ მეთოდზე. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: "სიფილისის პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა"(1992), "სიფილისის დიაგნოსტიკის, მკურნალობის და პროფილაქტიკის თანამედროვე მეთოდები"(1998). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 15 საკანდიდატო დისერტაცია. დერმატო-ვენეროლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიფილისის პათოგენეზის საკითხები და მისი მკურნალობის პრინციპები". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.328 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |