შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ჩომახაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს. 1980-1981წწ. და 1982-1985წწ. იყო აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი; 1981-1982წწ. საქართველოს საზღვაო-სანაოსნო გემის ექიმი; 1985-1989წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1989-1991წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის კლინიკური ორდინატორი, 1991-1992წწ. თეთრიწყაროს რაიონის სამეანო განყოფილების ექიმი-გინეკოლოგი; 1992-1995წწ. თბილისის სამედიცინო აკადემიის მეან-გინეკოლოგიის კათედრის დოქტორანტი; 1996-1997წწ. წალკის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი; 1997-1998წწ. კაზრეთის საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგიური განყოფილების გამგე. 2004-2005წწ. აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; 2006 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სრული პროფესორი; ავტორია 115 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ქირურგიის, ანატომიისა და მეან-გინეკოლოგიის აქტუალურ საკითხებს, აქედან 10 მონოგრაფია, რომელთა შორის 2 სახელმძღვანელოა, 24 გამოგონებისა და საავტორო უფლების ავტორი, რომელზეც გაცემულია სპეციალური სერტიფიკატები. მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წილოვანი პორტული კომპლექსების გადაჭერა სისხლდენასთან ბრძოლის მიზნით ღვიძლზე ოპერაციების დროს", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.328 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |