The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ჩოჩია

დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1973-1975წწ. იყო სამხედრო სამსახურში; 1975-1978წწ. სწავლობდა ასპირანტურაში; 1978-1995წწ. იყო საქართველოს კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-1997წწ. თბილისის კლინიკური ვენეროლოგიური დისპანსერის მთავარი ექიმი, 1996-1997წწ. საქართველოს კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დეპატრამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ავტორია 39 სამეცნიერო ნაშრომისა დერმატო-ვენეროლოგიის აქტუალურ საკითხებზე. დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეტაციკლინის და ბენემიცინის მოქმედების მექანიზმი მამაკაცთა მწვავე გონორეის მკურნალობის დროს", დაიცვა 1979 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.329

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა საზოგადოება

გააზიარე: