The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ჩხენკელი

დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1948  (77 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1974-1980წწ. იყო ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ექიმი-ნეიროქირურგი; 1980-1982წწ. ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორდინატორი; 1982-1995წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ნეიროქირუგი, 1995 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის კურსის ასისტენტი. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ცენტრალური ნერვული სისტემის ტრამვის პრობლემებს. ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიელორა-რადიკულოპათიის სინდრომით გართულებული კისრის მალების დაზიანების ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.331


გააზიარე: