შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ჩხეტია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს. 1986-1989წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიისა და პულმონოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1989-1993წწ. თერაპიისა და პულმონოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1993 წლიდან ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის თერაპიისა და პულმონოლოგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ექოკარდიოგრაფიას, სისხლის მიმოქცევის მცირე წრის ჰიპერტენზიას, გულის ფაზურ ანალიზს, გულის დიასტოლურ ფუნქციას. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის მიმოქცევის მცირე წრის ჰიპერტენზიის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ქრონიკული ბრონქიტით დაავადებულებში", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.332 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |