შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ჩხეტია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1952წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრაზე; 1952-1956წწ. იყო სანატორიუმ "ბორჯომ-ლიკანის" მთავარი ექიმის მოადგილე; 1956-1958წწ. კურორტ ბორჯომის ტერიტორიული საკურორტო სამმართველოს მთავარი ექიმი; 1959 წლიდან მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომისა კუჭის პათოლოგიის სხვადასხვა დაავადებების დროს მისი ულტრასტრუქტურის და ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გავლენის შესახებ. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "გამოჩენილი ქართველი კურორტოლოგები"("საბჭოთა საქართველო", 1981). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 საკანდიდატო დისერტაცია. თერაპევტ-კურორტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ფიზიოთერაპიის და კურორტოლოგიის კათედრის გამგე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბორჯომის წყლის მოქმედება კუჭის სეკრეციულ და მოტორულ-ევაკუაციურ ფუნქციებზე", დაიცვა 1959 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.333 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |