The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლილიანა ჩხიკვიშვილი

დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1920  (104 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს.

1942-1944წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრაზე; 1944-1949წწ. ფარმაკოლოგიის კათედრაზე; 1949-1979წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტში. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მკურნალობის პრობლემებს კარდიოლოგიაში. სამეცნიერო-პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა ახალგაზრდებს ექსპერიმენტული ფარმაკოლოგიის კვლევის მეთოდების ათვისებასა და სამეცნიერო ნაშრომების გაფორმებაში. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კობალტის ზოგიერთი კომპლექსური ნაერთის და ვიტამინ B12-ის გავლენა კორონარულ სისხლის მომოქცევაზე ექსპერიმენტებში".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.333

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ფარმაკოლოგთა საზოგადოება , წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო , საპატიო სიგელი
  • 1981 - საქართველოს მხატვართა კავშირი , სახალხო ოსტატი
  • 1980 - შრომის ვეტერანი

გააზიარე: