შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაგული ჩხობაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1971 წელს. 1971-1975წწ. იყო ბოლნისის რაიონული პოლიკლინიკის გამგე; 1975-1979წწ. სამხრეთ ოსეთის პათანატომიური ცენტრის დირექტორი; 1979-1983წწ. ქუთაისის სარაიონთაშორისო პათანატომიური ცენტრის ექიმი-პათოლოგანატომი; 1983-1990წწ. ამავე ცენტრის ხელმძღვანელი; 1990-1996წწ. ქუთაისის პათანატომიური სამსახურის საკვლევ-დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის ფილიალის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქუთაისის ზოგადი პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომისა ჭიაყელა ნაწლავის იმუნომორფოლოგიის, საშვილოსნოს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების მორფოლოგიურ საკითხებზე. პათანატომი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჭიაყელა ნაწლავის იმუნომორფოლოგიური თავისებურებანი სხვადასხვა ფორმის აპენდიციტების დროს", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.333 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |