The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ჩხოლარია

დაბადების თარიღი:3 მაისი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1959 წელს და თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტი 1969 წელს.

1959-1962წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1963-1965წწ. უმცროსი, 1965-1991წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1991 წლიდან ამავე ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 58 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება თიმუსის ლიმფოიდური პოპულაციის შესწავლას მორფოლოგიური კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "Кровеносныесосуд селезенки"("Мецниереба", 1965, Тбилиси). ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ელენთის სისხლძარღვები", დაიცვა 1964 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.334

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის და კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოება, გამგეობის წევრი (1975-1988)
  • საქართველოს ახალგაზრდული კომიტეტი, წევრი (1962-1970)
  • საქართველოს ქალთა რესპუბლიკური კომიტეტი, პრეზიდიუმის წევრი

გააზიარე: